|
2024-07-18 16:18:47, 525 ნახვა
საზოგადოება
გაბიტაშვილი - დიდი ხანია ფარცხალაძესთან კომუნიკაცია აღარ მქონია - რამე გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციებია
ახალი გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. როგორც გაბიტაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება". “ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ გარკვეული პერიოდი ერთად ვიმუშავეთ, მათ შორის მისი მთავარი პროკურორობის დროს, მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, რამე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში, არის მხოლოდ სპეკულაციები. მე დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება", - აღნიშნა გაბიტაშვილმა. შეგახსენებთ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა სანქცირებული. ამის მიზეზად რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობა სახელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)