|
2024-07-18 11:08:23, 396 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ტექსკოლა - სწავლობ და ქმნი მარტივად
ტექსკოლა "თიბისის" საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ. "თიბისი", სრულად დაფინანსებული ტექსკოლის დაარსებით, მიზნად ისახავს ახალ თაობაში თანამედროვე პროფესიებით დაინტერესების ზრდას და მომავალში დასაქმების თუ კარიერული წინსვლისთვის მათთვის სასარგებლო ცოდნის მიღებას. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. "ტექსკოლაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნა ჩემს ინტერესებს მოვარგე და ახლა საკუთარ ნამუშევრებს ვქმნი." - სესილია მულაძე. ტექსკოლის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის და ესენია: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ტექსკოლის მონაწილეები ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს დაუფლებასთან ერთად ციფრული წიგნიერების საწყისებსაც გაეცნენ. ლექციებს თემაზე „ციფრული წიგნიერება" USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის, ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი, მარიკა სიხარულიძე კითხულობდა. "ტექსკოლაში ჯერ ტექნოლოგიების საფუძვლების კურსი გავიარე, რომელიც მომავლის პროფესიის პოვნაში დამეხმარა. შემდეგ ეტაპზე კი ვისწავლე გრაფიკული დიზაინი და ვებ-დეველოპმენტი. ახლა ვცდილობ მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენო" - დაჩი მექვაბიძე. "თიბისი" აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივასთან ერთად, სექტემბრიდან, ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღებას კვლავ განაახლებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)