|
2024-07-15 16:06:35, 449 ნახვა
საზოგადოება
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" ფინალისტები ცნობილია
განათლების კოალიციასა და "ლიბერთის" შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" ფინალისტები დასახელდნენ. ფინალისტები პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი'" ჟიურის წევრებმა დაასახელეს. ესენი არიან:
„პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" მიზანია გამოვავლინოთ საინტერესო, გამორჩეული სწავლების მიდგომები, მეთოდები თუ სასწავლო პროექტები და წარმოვაჩინოთ მათი ავტორი პედაგოგები. ასევე, გვსურს ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს შორის ამ მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და განვითარებას. თუმცა, იმავდროულად გვინდა წავახალისოთ აკადემიური წრეების წარმომადგენლები თუ სხვა დაინტერესებული პირები, რათა გააქტიურდეს დიალოგი თემაზე თუ როგორი უნდა იყოს „ვეფხისტყაოსნის" სწავლების თანამედროვე პარადიგმა, როგორ შეიძლება ნაწარმოები ეხმიანებოდეს ჩვენი დროების და ახალი თაობის გამოწვევებს, როგორ შეიძლება ეს წიგნი მეტად დაგვეხმაროს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებაში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში", - განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ. პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)