01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 10:42:59, 517 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს - უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან

ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

პაპუაშვილი წნორში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი ასეთი ისტორია გვაქვს ქიზიყში. იცით, რომ ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და ადვილადაც არ თმობდა ამას. ერთხელაც, ერთი მორიგი ბატონობის კანდიდატი ჩამოსულა ქიზიყში. სოფელი ანაგის ცენტრში მისულა, სკამი მოუთხოვია, შემდგარა ამ სკამზე და დაუწყია მიმართვა: მე თქვენი ახალი ბატონი ვარო, ახლა ახალი ცხოვრება იწყებაო, თვეში ეს და ეს უნდა მომიტანოთო და ამა და ამ წესებით უნდა იცხოვროთო. 

მოკლედ, ბევრი ილაპარაკა და ხალხიც შემოეცალა. ბოლოს ერთი კაციღა დარჩენილა. გახედა საბატონემ ამ კაცს და აი, შენ კაი კაცი ჩანხარ, რახან ასე გულდასმით მისმენდი და ამიტომ შენ დაგნიშნავ მოურავადო. იმ კაცმა ჯოხის წვერით ქუდი გვერდზე გადაიწია, მზისგან მოჭუტული თვალებით გახედა და მოურავი კი არა, ჩემ სკამზე დგახარ, ჩამო, სახლში უნდა წავიდეო. 

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს „ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიმართ ამ სააგიტაციო მგზავრობის მასპინძლობისთვის (!) და ეს ისტორია მახსენდება. ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან... და არა მარტო ქიზიყში",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics