01:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 18:12:58, 763 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას საფრთხე ვერ შეექმნება

რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რომ “ნაცმოძრაობის" გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავდა - ასეთ პირობებში ისინი ერთიანდებიან და ეს არის ლოგიკური,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძებ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში, რაც უპრინციპობის გამოვლინებაა.

„მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ გადალახონ, რამენაირად, ბარიერი. ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე.

ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics