|
2024-07-11 11:46:18, 660 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ტრამპის არჩევის შემთხვევაში, აშშ ნატოს წევრ ქვეყნად დარჩება
დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, აშშ ნატოს წევრ ქვეყნად დარჩება,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი ასახელებს სამ მიზეზს, რის გამოც, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ დატოვებს. "პირველი მიზეზი ისაა, რომ ძლიერი ნატო მომგებიანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. აშშ იქნება ძლიერი ძლიერ ალიანსთან ერთად, რომელიც 32 ქვეყანას აერთიანებს. რუსეთს არ ჰყავს ზურგად მსგავსი კავშირი, ჩინეთს არ ჰყავს ასეთი ალიანსი. აშშ მსოფლიო ეკონომიკის 25%-ია, მაგრამ თავის პარტნიორებთან ერთად – მსოფლიო ეკონომიკის 50%. ამიტომ, ძლიერი ნატო შეერთებული შტატების ინტერესებში შედის; მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ აშშ-ში არის ნატოს წევრობის ორპარტიული მხარდაჭერა. სენატის და პალატის წარმომადგენლები, ყველანი იმეორებენ, რომ აშშ-ისთვის მომგებიანია ძლიერი ალიანსი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)