|
2024-07-11 11:34:23, 544 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭყვას მასივზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. მელიორაციის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, კოლექტორებისა და შემკრები არხების მცენარეული საფარით დაფარული მონაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს. „ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 5 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, დასავლეთ საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დაახლოებით 45 6 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 12 000 ჰექტარით გაიზარდა, სარწყავი წყლის მიწოდება 15 270 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა, მიწების დაშრობა 18 700 ჰექტარზე, ხოლო ჭარბი წყლის მოცილება 24 925 ჰექტარზე განხორციელდა“, - აღნიშნულია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)