|
2024-07-10 17:38:16, 875 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს წარმოადგენს
საიუბილეო სამიტზე იქნება მიღებული მნიშვნელოვანი სამომავლო გადაწყვეტილებები შეკავებასა და თავდაცვის საკითხებზე, უკრაინაზე, პარტნიორობის გაფართოებაზე, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს და რომელიც უკრაინის წევრობისთვის ძლიერ ხიდს წარმოადგენს. "უკრაინასთან დაკავშირებით ველოდებით, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს: ნატოს განკარგულება უკრაინაზე უსაფრთხოების და წვრთნების უზრუნველყოფისთვის, გრძელვადიანი დაპირება უკრაინისთვის ჩვენი დახმარების გაგრძელებაზე, ახალი განცხადებები სამხედრო დამხარებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ასევე ნატოს წევრებსა და უკრაინას შორის ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები. ყველა ეს ნაბიჯი წარმოადგენს ძლიერ ხიდს უკრაინის წევრობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)