03:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 10:29:12, 595 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა

საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

გერმანიის ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელშია.

 „დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში.

გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს“,- აღნიშნა გერმანიის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics