|
2024-07-08 10:44:58, 633 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მეწყერს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა - 18 პირი დაკარგულად მიიჩნევა
ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მდებარე ოქროს მაღაროში რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 18 პირი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. როგორც Reuters-ი ადგილობრივ სამაშველო სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, სუვავას რაიონში, გორონტალოს პროვინციაში მომხდარ სტიქიას ამ ეტაპზე 5 გადარჩენილი ჰყავს, რომელთა ევაკუაციაც უკვე განხორციელდა. "დაკარგულთა მოსაძებნად ჩვენ გამოვიყვანეთ 164-კაციანი ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული სამაშველო ჯგუფის წევრების, პოლიციისა და სამხედრო პერსონალისგან... ჩვენ შევეცდებით, გამოვიყენოთ ექსკავატორი, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება",- განაცხადა სამაშველო სააგენტოს წარმომადგენელმა. ინდონეზიის კატასტროფების სააგენტოს (BNPB) ცნობით, მეწყერმა რამდენიმე სახლი და ერთი ხიდი დააზიანა. BNPB-მა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში გორონტალოს პროვინციის ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი და მათ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)