|
2024-07-06 12:07:02, 733 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა სუმის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანეს
რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სუმის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც რეგიონის რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქებები შუაღამისას გაისმა. ამ დროისთვის, ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ზარალის ხარისხს იკვლევენ. მანამდე სუმის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განცხადება, დრონის თავდასხმის შედეგად წყლის სისტემის დაზიანებასა და წყალმომარაგების დროებით შეფერხებაზე გააკეთეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელზე განახლებული თავდასხმის შედეგად. უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ, მომავალ ზამთარს. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი ვერ შეძლებენ დაზიანებული სადგურების აღდგენას ელექტროენერგია შეიძლება ზოგიერთს დღე-ღამეში 20 საათითაც შეუწყდეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)