05:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 22:06:49, 566 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი „ოცნებაზე“ - საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას - ამას საქართველოს ინტერესებს ეძახიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს,  მმართველმა პარტიამ "ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენა რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებით".

"ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.

ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" განუსაზღვრელი ვადით გადადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics