07:32 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 18:42:52, 439 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერი - საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ორბანი მოსკოვს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და დასძინა, რომ "საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია".

„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ომს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდამჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს შოლცი X-ზე.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics