07:31 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 17:03:00, 439 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კირ სტარმერი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, სტარმერი ბუკინგემის სასახლეში ქვეყნის მონარქს, ჩარლზ მე-3-ს შეხვდა.

როგორც მედია წერს, შეხვედრა უკვე დასრულდა და კირ სტარმერმა სასახლე დატოვა, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი "დაუნინგ სთრითზე" მივა და მოსახლეობას მიმართავს.

შეგახსენებთ, "კონსერვატორების" 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics