|
2024-07-05 09:55:41, 485 ნახვა
მსოფლიო
CNN - ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში „ლეიბორისტები“ 410 ადგილს დაიკავებენ
დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლის მიხედვით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში "ლეიბორისტები" 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი, მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება. რაც შეეხება "კონსერვატორებს", მათი რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება. დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა არჩევნებში მარცხი აღიარა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა. "ლეიბორისტულმა პარტიამ" მოიგო ეს საყოველთაო არჩევნები. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი და მე ვიღებ პასუხისმგებლობას დანაკარგზე... ვწუხვარ",- აცხადებს სუნაკი. თავის მხრივ, გამარჯვება აღნიშნა სტარმერმა. "ცვლილებები ახლა იწყება. კარგი შეგრძნებაა, გულწრფელი უნდა ვიყო",- თქვა მან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)