|
2016-02-16 16:40:01, 720 ნახვა
ეკონომიკა
“თიბისი ბანკი” სასტუმროებს ონლაინ გადახდების სისტემას სთავაზობს
“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედი სასტუმროები (ბრენდირებული და საოჯახო სასტუმროების გარდა) საკუთარი მომხმარებლისთვის ვებ-გვერდის, ონლაინ დაჯავშნისა და ონლაინ გადახდის სერვისის შეთავაზებას შეძლებენ. სასტუმროები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, მზა ონლაინ ვებ-გვერდით ისარგებლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი და უცხოელი ტურისტები სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მიღებას, ოთახის დაჯავშნასა და საფასურის გადახდას უკვე ონლაინ, კონკრეტული სასტუმროს ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებენ. მომხმარებელს საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის ბარათით შეეძლებათ, ონლაინ გადახდების სისტემას თიბისი ბანკი უზრუნველყოფს. პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და ის მიზნად ისახავს, ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს კომპანია „პროსერვისი" თიბისი ბანკისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს. ახალი ონლაინპროგრამის - „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების" პრეზენტაცია თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ. "სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის" ინტერგრაცია უკვე დაწყებულია და ის ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, „პროსერვისის" ტექნოლოგიების ექსპერტები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებს უსასყიდლოდ ჩაატარებენ .
(R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)