2024-07-03 16:12:32, 429 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს უუუ დაიძახოს - საყოველთაო ზეიმის ფონზე ამის გაკეთება მავნებლობაა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას გაკეთებულ შეძახილებს გამოეხმაურა.
მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „მთავარ არხს" მიმართა, რომ ეს მათი დაორგანიზებული იყო და დასძინა, რომ "საყოველთაო ზეიმის ფონზე ამის გაკეთება მავნებლობაა".
„როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს უუუ დაიძახოს და 100 კაცი აყვეს; როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური „ფეიკი" დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა, თან საყოველთაო ზეიმის ფონზე, არ შეიძლებაა", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 ივლისს თავისუფლების მოედანზე საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,