|
2024-07-03 15:43:04, 1147 ნახვა
რეგიონი
აჭარას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ინფლუენსერი სტუმრობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს არაბი და პოლონელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, მედიატურის მონაწილეებმა პეტრასა და გონიოს ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა და ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. „სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებმა კაპნისთავის კანიონიც დალაშქრეს და მთიან აჭარაში მდებარე კოტეჯებს ესტუმრნენ. რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მოგზაურები ინსტაგრამის, ტიკტოკის, ფეისბუქისა და ლინკდინის მეშვეობით ასიათასობით გამომწერს უზიარებდნენ.წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 100-ზე მეტი ინფლუენსერი და ჟურნალისტი სტუმრობდა 15-მდე სამიზნე ქვეყნიდან. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“,- აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)