|
2024-07-02 13:36:29, 467 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან 15 აგვისტომდე, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტა
დღეიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტა. ინფორმაცია რომ სამონასტრო კომპლექსი დაიკეტებოდა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 27 ივნისს, სოციალურ ქსელში გაავრცელა. "გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას",- ნათქვამი იყო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)