|
2024-07-01 17:34:36, 470 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - დავაკავეთ პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) გამოავლინა და დააკავა ჯგუფი, რომელიც კიევში, მასშტაბურ არეულობებსა და პროვოკაციებს გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური Telegram-ზე ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს 2015 წლიდან ანტიუკრაინული ქმედებებით ცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაცია უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“ გეგმავდა. "ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეარყევდნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, რაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იმუშავებდა", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. გამოძიება დაკავებულების წინააღმდეგ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის, დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო და მათ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)