|
2024-06-28 21:54:42, 513 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს
ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოებას და შესაძლოა, განლაგებაც, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმით, აშშ-ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იწვევს რუსეთში შეშფოთებას და მოითხოვს რეაგირებას. „დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ არამარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პუტინმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)