06:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 17:45:26, 482 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი - ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს

ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთს, საქართველოს მოსახლეობას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ "საქართველოს დროც დადგება".

"ევროკავშირმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. მადლობა ამისთვის. ევროპის ისტორიული არჩევანია და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს, უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთს, საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, დადგება საქართველოს დროც. ასევე დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილებები ბელარუსთან დაკავშირებითაც, რადგან ბელარუსები, ასევე ევროპული ერია, რომელიც მომავალში ერთიან ევროპაში უნდა იყოს",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics