06:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 14:34:33, 419 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, დაგვემუქრებიან, მაგრამ ამაყად და ღირსებით ევროკავშირის წევრები გავხდებით

იქნება დეზინფორმაცია, იქნება ჩვენზე ზეწოლა, იქნება იმისი მცდელობა, რომ საქართველო მართოს აგენტურამ - საქართველოს მართავს მისი ამაყი, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო ამაყად და ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 

„ჩვენ წარსულის გამოცდილებით ვიცით, რომ გვეუბნებოდნენ სხვა რაღაცებს, სხვა რაღაცები უნდა გვეკეთებინა იმისათვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და არ ვაკეთეთ ეს რაღაცები, ორ ფეხზე მყარად დავდექით, ამაყად ვიბრძოლეთ, როგორც გუშინ მაგალითად ჩვენმა ბიჭებმა, გავიმარჯვეთ და ასე მოვიპოვეთ ბრძოლით კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე მოხდება მომავალშიც, ჩვენ უსამართლოდ რაღაცებს გვეტყვიან, ვიღაცები დაგვემუქრებიან, რაღაცები მოხდება, მაგრამ სიმართლე არის ერთი და ამ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ - ამაყად და ღირსებით ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics