|
2024-06-27 11:29:12, 477 ნახვა
მსოფლიო
კირბი - აშშ მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას მიესალმება
თეთრი სახლი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მარკ რუტე თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, "მათ შორის, საერთო ძლიერ მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, მოწინავე ტექნოლოგიების დაცვასა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე“. "აშშ მიესალმება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას",- თქვა კირბიმ. შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)