2024-06-27 09:40:25, 425 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - გილოცავთ - დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტსა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
"გილოცავთ! დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ისტორიულ მატჩში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლის ავტორი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძე გახდა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,