|
2024-06-26 17:54:53, 386 ნახვა
საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე შეუძლიათ - ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“. „ლიცეუმში ჩაბარების მსურველ მოსწავლეების რეგისტრაცია 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ლიცეუმის მიერ მოთხოვნილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა. რეგისტრაციის გავლის შემდგომ რეგისტრირებული მოსწავლეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. რეგისტრაციისა და სამედიცინო შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, 13 და 14 ივლისს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდებს ჩააბარებენ. მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების პროცესებზე დაკვირვებას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)