|
2024-06-26 16:22:42, 375 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი სტარტაპერის“ მხარდაჭერით „აქსელი“ საერთაშორისო კონფერენციას მართავს
2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, „თიბისი სტარტაპერთან“, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს ინვესტიციების შესახებ. ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და უდიდესი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. Შეხვედრას დაესწრებიან:
„აქსელის“ პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციის მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. „აქსელი“ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 3.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე: https://t.ly/rW-6G
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)