|
2024-06-26 12:24:45, 701 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ, რომელიც ოლქში გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა, ქალაქ პოკროვსკიდან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც სახელმწიფოს მეთაური ვიდეომიმართვაში აცხადებს, უკრაინელ ჯარისკაცებს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი ანდრიი გნატოვი პირადად წარუდგინა. "გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს. მადლობა გადავუხადე ჩვენს მედიკოსებს, კაცებსა და ქალებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ... ცალკე საუბარი მექნება კიევში ოფიციალურ პირებთან, რომლებიც უნდა იყვნენ აქ და სხვა რეგიონებში, ფრონტის ხაზთან ახლოს... გაკვირვებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ უკვე 6 თვეა არ ყოფილა. სერიოზულ საუბარი მექნება და მათთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნებს გავაკეთებ",- ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)