|
2024-06-26 10:42:31, 418 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს ჰქონდა. პენტაგონის განცხადებით, განიხილეს საკომუნიკაციო ხაზების გახსნის მნიშვნელობა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა საჰაერო ძალების გენერალურმა მაიორმა პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა ბრიფინგზე, რომ ლოიდ ოსტინმა წამოიწყო საუბარი და რომ ეს იყო პირველი საუბარი პენტაგონის ხელმძღვანელსა და მის რუს კოლეგას შორის 2023 წლის მარტის შემდეგ. ამის შესახებ ამერიკის ხმა იტყობინება. რუსული სააგენტო TASS, რომელიც ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს, იტყობინება, რომ ამერიკულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა იყო სატელეფონო ზარის მიზეზი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხი აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე. ბელუსოვმა აღნიშნა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის საშიშროება უკრაინის არმიისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)