|
2024-06-25 23:00:32, 459 ნახვა
საზოგადოება
ენმ-ის ცნობით, მათი ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტი თავად ავრცელებს. როგორც ენმ-ის ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ხომერიკი აღნიშნავს, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაჭირდეს იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა აღნიშნული, თუმცა ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედია არ აქვს. “მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)