|
2024-06-25 17:10:13, 462 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - დღეს არის ისტორიული დღე - ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება იწყება
დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. ზელენსკი მადლობას უხდის პარტნიორებს და ყველას, ვინც უკრაინისა და მისი ევროპული გზისთვის იბრძვის. "დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება", - წერს ზელენსკი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)