|
2024-06-25 16:05:36, 456 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც კანონმდებლებს 2023 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. იოსელიანის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ბავშვთა სიღარიბეა. "სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. ხანდაზმულთა შორის მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, რაც მათ მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განაკუთვნებს. უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მასშტაბების კვლევის, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა თავისთავად იწვევს სოციალური საცხოვრისებში გაუსაძლის მდგომარეობას. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები",- თქვა ლევან იოსელიანმა. ომბუდსმენის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)