03:35 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 12:29:32, 367 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბაზისბანკთან პარტნიორობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი რეგიონული მასშტაბის ღონისძიება გაიმართა. 

ტრადიციულად, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მასობრივი ოლიმპიური გარბენით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის და ქუთაისის ახალგაზრდებმა. გამარჯვებულებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები, ასევე სპეციალური მაისურები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამის ფარგლებში, ღონისძიებაზე მაყურებალმა იხილა ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეების, ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა, ქორეოგრაფიული ანსამბლ „დავითიანის“ და ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ოლიმპიური პერფომანსი "ათენიდან - პარიზამდე", ცარცით ხატვის კონკურსი, ფოტოხელოვან თემურ ნიკოლაძის თემატური ფოტო გამოფენა და ნუმიზმატ ოთარ ლოლაძის ოლიმპიური სპორტის ნუმიზმატური გამოფენა.

ბაზისბანკის, როგორც ღონისძიების პარტნიორის, წარმომადგენელმა, საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა ტყიბულის ქალ ხელბურთელთა გუნდს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სეოკ-ის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზატორობით გაიმართა.

ღონისძიებას პარტნიორობას ბაზისბანკი, წყალი ბაკურიანი და სოკარი უწევდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics