|
2024-06-23 21:50:44, 480 ნახვა
მსოფლიო
დაღესტანში ტერორისტები თავს დაესხნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სინაგოგას
დერბენტში უცნობმა პირებმა სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან. ამის შესახებ TASS დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. თავდასხმის შემდეგ სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, ისინი მანქანით გაიქცნენ. ტელეგრამის 112-ე არხის წყაროს ცნობით, დერბენტსა და მახაჩკალაში თავდასხმების შედეგად სულ ხუთი პოლიციელი დაიღუპა და 9 დაშავდა. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარემ შამილ ხადულაევმა განაცხადა, რომ დერბენტში მღვდელი მოკლეს, ეკლესიის დაცვის თანამშრომელიც დაიღუპა. „ჩემთვის მიღებული ინფორმაციით, მამა ნიკოლაი დერბენტის ეკლესიაში მოკლეს და ყელი გამოჭრეს. ის 66 წლის იყო და მძიმედ ავად იყო. მახაჩკალა-1-ის ტაძარში დაცვის თანამშრომელი მიხეილი, რომელიც მხოლოდ გაზის პისტოლეტით იყო შეიარაღებული, ესროლეს. მღვდლები ჩაკეტილები არიან ეკლესიაში და დახმარებას ელოდებიან“, - ნათქვამია პოსტში. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, კვირას შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის პუნქტზე დერბენტსა და მახაჩკალაში. ტერაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)