|
2024-06-22 13:57:05, 459 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია - ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და თავიდან უნდა იქნას აცილებული, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. როგორც გუტერეში აღნიშნავს, რეგიონის და მსოფლიოს სახელმწიფოები თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ ლიბანი კიდევ ერთი ღაზა გახდეს. „მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ბავშვები, ჟურნალისტები და სამედიცინო მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე და იძულებით გადაადგილებულმა თემებმა უნდა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება. მსოფლიომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ დაუყოვნებელი დეესკალაცია არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენი მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესაბამისად. გაერო-ს სამშვიდობოები, როგორც წესი, ადგილზე არიან და მუშაობენ დაძაბულობის დეესკალაციისთვის უკიდურესად რთულ გარემოში“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)