|
2024-06-20 21:20:16, 498 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ბათუმში დასაქმების ფორუმი გახსნა
ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, სამუშაოს მაძიებლებს, 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასაქმების ფორუმი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მსგავსი ტიპის ფორუმები რეგულარულად იმართება. "ფორუმზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. მათ დიდ ნაწილს კი კომპანიებმა, დასაქმება, ადგილზევე შესთავაზეს. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კვალიფიკაციის შესაბამისად, შეერჩიათ სასურველი ვაკანსიები - ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან. სამუშაოს მაძიებლებმა, უშუალოდ დამსაქმებლისგან, მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)