|
2024-06-20 16:51:01, 415 ნახვა
საზოგადოება
ათასწლეულის გამოწვევის კონკურსის ფინალისტები შვეიცარიიდან დაბრუნდნენ
"ლიბერთის" ინიციატივითა და მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან (CERN) დაბრუნდნენ. შვეიცარიაში თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის ,,Optical Visionaries" წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ მიერ შეიქმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. "ლიბერთი" ტრადიციულად ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრები შვეიცარიაში "ლიბერთის" დაფინანსებით გაემგზავრნენ. ვიმედოვნებთ, აღნიშნული მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში STEM მიმართულების დარგების განვითარებას. ინოვაციური პროექტებით, ახალგაზრდა თაობა აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შრომის უსაფრთხოებაზე და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, რაც უდაოდ დასაფასებელია და კერძო სექტორისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს", - განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)