09:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 15:11:14, 510 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს „გმირობას“ და შესაძლებელია, ის გენპროკურორის თანამდებობაზე განიხილებოდეს

როგორ ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას" და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მორაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.

"როგორ ჩანს, ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. 

უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორზე და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა. სხვა შემთხვევაში, ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას",- ამბობს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა 23 მაისს ირაკლი შოთაძემ დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics