|
2024-06-20 15:01:09, 385 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტი ამ მიზნით ავითარებს უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე საინტერესო და მოთხოვნად საკითხებზე კურსებია განთავსებული. პლატფორმა მუდმივად ახლდება და ახლა ჯამში სხვადასხვა თემატიკის 46 კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომი. ახლახან მათ სიას შეემატა კონტენტ მენეჯმენტის კურსი, რომელსაც “ესერთი კონტენტ სტუდიოს” დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება. კონტენტ მენეჯმენტის კურსი 6 ლექციისგან შედგება და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნით სრულყოფილად წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი ან სერვისი სოციალურ მედიაში და სასურველ აუდიტორიას მიწვდნენ. კონტენტ მარკეტინგის ბიზნეს კურსი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
„საქართველოს ბანკი“ მუდმივად იკვლევს მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებს, ისმენს მათ მოთხოვნებსა და სურვილებს, საპასუხოდ კი ქმნის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევები სათანადო ცოდნით გადალახოს. აღნიშნული კურსი ბიზნესებს კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობას გააცნობს და მისცემს საბაზისო უნარებს ამ სფეროში ნავიგაციისთვის. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვავითარებთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის“. - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს Businesscourse.ge.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)