|
2024-06-19 21:40:41, 491 ნახვა
მსოფლიო
კანადამ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა
კანადამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სიკვდილთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა. მელანი ჯოლის თქმით, სანქციები დაუწესდათ, რუსეთის საგამოძიებო უწყების, სასჯელაღსრულების სამსახურისა და პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს. "რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი ურთიერთდაკავშირებული კრიზისის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ რუსების ძალისხმევაზე ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღევანდელი სანქციები კიდევ უფრო გამოხატავს ძლიერ ფრონტს კრემლის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის წინააღმდეგ," - განაცხადა ჯოლიმ. შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)