|
2024-06-19 14:34:00, 511 ნახვა
მსოფლიო
Reuters - დღეს პუტინი ფხენიანიდან ვიეტნამში ჩავა
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ვიეტნამში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პუტინის ვიეტნამში ვიზიტი დაგმო. „რუსეთს სურს გააგზავნოს მესიჯი, რომ მას მეგობრები მთელს მსოფლიოში ჰყავს და რომ დასავლეთის მცდელობა - იზოლირებაში მოაქციოს რუსეთი - უშედეგოა“, - განაცხადა ალექსანდრ ვუვინგმა ჰავაის აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების კვლევების ცენტრიდან. მისივე თქმით, ჰანოის საკუთარი ინტერესები აქვს - „ორი ქვეყნის საერთო კომუნისტური ფესვების მიღმა“. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტად მე-5 ვადით აირჩიეს, ვიეტნამი იქნება მე-3 ქვეყანა, რომელსაც პუტინი ეწვევა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების საერთაშორისო ორდერია გაცემული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)