10:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 13:45:15, 2126 ნახვა

სამხედრო
„შამქორი 2024“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „შამქორი 2024“ საბრძოლო სროლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს.

„საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების შესრულებას.

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„შამქორი 2024“-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.

„შამქორი 2024“ მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ და სინქრონიზებულ მოქმედებებს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics