21:20 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 12:24:17, 726 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგი უტარდებათ

სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები - ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 

დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემდეგ პრაქტიკულ-თეორიული სწავლება ბათუმში მიმდინარეობს. ტრენინგის მონაწილეები პროფესიონალი ღვინის მცოდნეებისგან ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის (დაჭაშნიკების) წესებს, ღვინის ისტორიასა და ღვინის როლს ტურიზმში ეცნობიან.  

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის შემდეგ ტრენინგებს ქედასა და ხელვაჩაურში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა https://serviceajara.ge/ -ზე შეუძლიათ. 

მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვისაც, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელის გადამზადება ხდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics