|
2024-06-18 17:03:59, 386 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პირობა ახალ ტოიტა ლენდ კრუიზერ პრადოზე
"თიბისი დაზღვევის" მხარდაჭერით, "ტოიოტა ცენტრ თეგეტამ" ახალი Land Cruiser Prado წარადგინა. სრულიად განახლებული Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია ბათუმსა და საირმეში შედგა და ახალი Prado უკვე ხელმისაწვდომია ,,ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და ,,ტოიოტა ცენტრ ბათუმში.” "ჩვენთვის, როგორც სადაზღვეო ბაზარზე ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც ,,ტოიტა ცენტრი თეგეტაა” , მოხარულები ვართ, რომ ახალი პრადოს პრეზენტაციის მხარდამჭერები ვართ. “ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან” ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა", - აცხადებს “თიბისი დაზღვევის” საცალო, მცირე და მიკრო-ბიზნესის დირექტორი ივანე კახაძე. "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ტოიოტა ცენტრ ბათუმში" ახალი Land Cruiser Prado-ს შეძენისას, მომხმარებლები ,,ტოიოტა კასკოს” ფარგლებში, "თიბისი დაზღვევისგან” სპეციალურ პირობას მიიღებენ. პირობის მიხედვით, ,,ტოიოტა კასკოს” დაზღვევას საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. ამასთან, საქართველოს გარდა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა შეეძლებათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე; პარალელურად, 5 წლის განმავლობაში, ისარგებლებენ ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში; ასევე, მიიღებენ ფასდაკლებას ულიმიტო რეცხვაზე ,,თიბისი დაზღვევის” პარტნიორ სამრეცხაოებში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)