10:56 - 16 Aug, 2026
|
2024-06-17 17:41:56, 853 ნახვა
ომი უკრაინაში
EU-მ ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით - 2025 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ამის შესეხებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. "ევროკავშირი არ ცნობს და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მოქმედი შემაკავებელი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში შემოიღეს. აღნიშნული ზომები ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას გულისხმობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)