|
2024-06-17 12:43:51, 1534 ნახვა
სპორტი
დანიელმა ფეხბურთელმა ერიქსენმა, რომელიც გულის გაჩერებას გადაურჩა, ევრო 2024-ზე გოლი გაიტანა
დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც წინა ევროპის ჩემპიონატზე გულის გაჩერება დაემართა, ევროს დაუბრუნდა და დანიელების ტურნირის პირველ მატჩში გოლი გაიტანა. ერიქსენმა სლოვენიას მატჩის მე-17 წუთზე გოლი გაუტანა. როგორც ევროპის სპორტული გამოცემები აღნიშნავენ, ეს მოხდა ზუსტად 1100 დღის შემდეგ, რაც ფეხბურთელს გულის გაჩერება დაემართა. ერიქსენმა გონება დაკარგა ევრო 2020-ზე დანიის პირველი მატჩის დროს (კოვიდის გამო, ჩემპიონატი ერთი წლის შემდეგ გაიმართა) 2021 წლის 12 ივნისს. ინციდენტი ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მატჩი შეწყდა, დანიელი ფეხბურთელი დეფიბრილატორის გამოყენებით გამოცოცხლდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თავად ერიქსენმა მოგვიანებით BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მან "ამ სამყაროდან ხუთი წუთით დატოვა". მატჩი ერთი საათის შემდეგ განახლდა და ფინეთმა 1:0 მოიგო. უეფასა და დანიის მთავარი მწვრთნელი კასპერ იულმანი ამტკიცებდა, რომ თამაშის გაგრძელების გადაწყვეტილება ორივე გუნდმა მიიღო. კრისტიან ერიქსენმა კარდიოსტიმულატორი დააინსტალირა და სპორტს 2022 წელს დაუბრუნდა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)