|
2024-06-17 10:45:12, 970 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, დეველოპერი 22 გორში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
ბაზისბანკი აგრძელებს რეგიონების მასშტაბით დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მხარდაჭერით, “დეველოპერი 22” გორში, საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ბაზისბანკის მიერ პროექტის განხორციელება 1.6 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. მრავალ ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი გორში, ყიფიანის 27ა-ში მდებარეობს, გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და კარგი ადგილმდებარეობით. კორპუსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით და გამართული ინფრასტრუქტურით, მათ შორის გარე და დახურული ავტოფარეხებით. “დეველოპერი 22” გამოირჩევა წარმატებული გამოცდილებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მის პორტფელშია მრავალი დასრულებული და რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსი. უძრავი ქონების დეველოპმენტთან ერთად, მისი პრიორიტეტებია მშენებლობის პროცესში მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენება, სამშენებლო ვადების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე. დეველოპერი 22-ის გორის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის დეკემბერში არის დაგეგმილი. ბინის ფართები 35 კვ.მ-დან იწყება და თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ – დეველოპერი 22. იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)