16:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 10:16:40, 467 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს - არა, უფრო საშიშია

სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს - არა, უფრო საშიშია,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან იტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე, უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს.

ალიანსის ლიდერის განცხადებით, ბლოკმა უნდა აჩვენოს მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი, რათა "მტრებს" პირდაპირი "მესიჯი" გაუგზავნოს.

"მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ... გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატოს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი და ნატოს - არა, უფრო საშიშია“,- თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics