|
2024-06-15 14:57:45, 495 ნახვა
მსოფლიო
კარასინი - რუმინეთმა ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის სესიაზე დასასწრებად რუსეთის დელეგაციას ვიზაზე უარი უთხრა
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს, რომლებიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უნდა დასწრებოდნენ, ვიზების გაცემაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი სოციალურ ქსელში წერს. კარასინის თქმით, რუმინეთს შეაქვს თავისი წვლილი ორგანიზაციის განადგურებაში, რომელიც სასარგებლოა ევროპაში თანამშრომლობისთვის. "ბუქარესტში, ივნისის ბოლოს დაინიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ჩვენ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ქვეყანამ, მივიღეთ ნოტა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით, რუსეთის დელეგაციის არცერთ წევრზე ვიზა არ გაიცემა. ბრავო, რუმინელებო! თქვენ წვლილი შეგაქვთ ორგანიზაციის განადგურებაში, რომელიც სასარგებლოა ევროპაში თანამშრომლობისთვის. ჩვენ ეს აუცილებლად გვემახსოვრება!" - წერს კარასინი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)