|
2024-06-14 19:51:53, 486 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - პუტინმა მხოლოდ „აგრესორის სტანდარტული ნაკრები“ გააჟღერა, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ
პუტინმა მხოლოდ „აგრესორის სტანდარტული ნაკრები“ გააჟღერა, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, არანაირი ახალი „სამშვიდობო შეთავაზებები“ რუსეთის მხრიდან არ არის. „მისი შინაარსი საკმაოდ კონკრეტულია, უაღრესად შეურაცხმყოფელი საერთაშორისო სამართლისთვის და აბსოლუტურად მჭევრმეტყველურად მეტყველებს რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უუნარობაზე, ადეკვატურად შეაფასოს რეალობა. პუნქტობრივად რუსეთის წინადადება ასე გამოიყურება: 1. მოგვეცით თქვენი ტერიტორიები; 2. უარი თქვით სუვერენიტეტზე და სუბიექტურობაზე; 3. დარჩით დაუცველები, არ გაწევრიანდეთ ალიანსებში; 4. სრულად და დაუყოვნებლივ გააუქმეთ, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, ყველა სანქცია, რათა შევძლოთ ჩვენი მილიტარიზებული ეკონომიკის შევსება და მეტი ინვესტიციის განხორციელება საინფორმაციო პროვოკაციებში მთელ მსოფლიოში; და რაც მთავარია, 5. სასწრაფოდ გამოვასწოროთ რუსეთის მარცხი უკრაინის ხარჯზე“, - წერს მიხაილ პოდოლიაკი X-ზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)